მოსამართლემ „ტელეკომპანია 2“-ისა და მისი მფლობელების მიერ ზიანის ანაზღაურების შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა

საქალაქო სასამართლოში მიმდინარე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის სასამართლო პროცესზე, ტელეკომპანიისა და მისი მფლობელების მხრიდან ზიანის ანაზღაურების შუამდგომლობა მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ ნაწილობრივ დააკმაყოფილა. მოსამართლემ მოპასუხე მხარეს, 30 ოქტომბრისთვის მოსთხოვა წილების დაყადაღების შემდეგ მოსალოდნელი ზიანის ამსახველი კალკულაციის წარმოდგენა.
გარდა ამისა, ამავე დღეს, ქიბარ ხალვაშის ადვოკატები საკუთარ პოზიციას დააფიქსირებენ, სადაც გათვალისწინებული იქნება ზიანის ანაზღაურების შესახებ შუამდგომლობა. ამის შემდეგ კი, მოსამართლე განჩინებას გამოაცხადებს.
ტელეკომპანია “რუსთავი 2”-მა და მისი მფლობელებმა, ძმებმა ყარამანიშვილებმა სასამართლოს ტელეკომპანიისა და მისი პარტნიორების წილების დაყადაღებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით მიმართეს.
შუამდგომლობა ერთ ნაწილში, სადაც მოპასუხე მხარე კონკრეტულად 700 ათას და 400 ათასი დოლარის ანაზღაურებას ითხოვდა, არ დაკმაყოფილდა, თუმცა მოსამართლე ზარალის კალკულაციას და გადაწყვეტილების ამის შემდეგ გამოტანას დათანხმდა.
ყადაღით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებას ქიბარ ხალვაშისგან “რუსთავი 2”-ის ადვოკატები იმ შემთხვევაში ითხოვენ, თუკი დავა მათ სასარგებლოდ დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები