კახა ბენდუქიძე და დიმიტრი შაშკინი პროკურატურაში იმყოფებიან

  განათლების ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი და ეკონომიკის ყოფილი მინისტრი კახა ბენდუქიძე საქართველოს მთავარ პროკურატურაში გამოცხადდნენ. შაშკინის განცხადებით, ის მზად არის გამოძიებასთან ითანამშრომლოს. რაც შეეხება კახა ბენდუქიძეს, მისი თქმით, სამართალდამცველთა ბრალდებები უსაფუძვლოა. მთავარ პროკურატურის მიმდებარე ტერიტორიასთან ასევე იმყოფებიან აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტები და ლექტორები. როგორც ისინი აცხადებენ, საგამოძიებო უწყებასთან კახა ბენდუქიძის საგულშემატკივროდ მოვიდნენ.
შეგახსენებთ, რომ ეკონომიკის ყოფილი მინისტრი და განათლების ყოფილი მინისტრი „საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის“ ბალანსზე რიცხული დიდი ოდენობით უძრავი ქონების პრივატიზების საქმეზე იკითხებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები