განათლების მინისტრმა სოფელ ლესიჭინეს რეაბილიტირებული სკოლა დაათვალიერა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ლესიჭინეს სრულად რეაბილიტირებული სკოლა დაათვალიერა და მოსაწვლეებსა და პედაგოგებს შეხვდა.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, სასწავლო კორპუსი, რომელიც წლების განმავლობაში უმძიმეს მდგომარეობაში იყო, სრულიად განახლდა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო. სკოლა ადაპტირდა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისთვის.
ახალი სასწავლო წლისათვის სამეგრელოს რეგიონში 64 საჯარო სკოლას ჩაუტარდა საფუძვლიანი სარეაბილიტაციო სამუშაოები. რიგ სკოლებში წლის ბოლომდე გაგრძელდება გათბობის სისტემების მოწესრიგება, სპორტული მოედნების, ექიმის კაბინეტების, სასკოლო ლაბორატორიების მოწყობა. განათლების სამინისტროში განმარტავენ, რომ აღნიშნული სამუშაოები სასწავლო პროცესს ხელს არ შეუშლის.