ბიძინა ივანიშვილი: სიამოვნებით მოვიხსნი ჩემს პასუხისმგებლობას და დავუბრუნდები ჩემს ჰობს, მებაღეობას

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ საზოგადოება 2016 წლის არჩევნებზე მისი გუნდის ღირებულებებს არ გაითვალისწინებს, ის “სიამოვნებით მოიხსნის” პასუხისმგებლობას და საყვარელ ჰობს – მებაღეობას დაუბრუნდება.

აღნიშნულის შესახებ ივანიშვილმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში ისაუბრა.

“იმ შემთხვევაში, თუ 2016 წლის არჩევნებზე საზოგადოება არ გაიზიარებს ჩემი გუნდის ღირებულებებს, ჩემს ხედვებს, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის ინტერესებს გულისხმობს (“ქართუც” კი მხოლოდ ამ მიზნით გამაჩნია და არანაირი კომერციული ინტერესი არ გამაჩნია საქართველოში) და, თუ ვნახავ, რომ ეს აღარავის სჭირდება, მე სიამოვნებით მოვიხსნი ჩემს პასუხისმგებლობას, ჩამომეხსნება ეს ვალდებულება და დავუბრუნდები ჩემს ჰობს, მებაღეობას, რომელიც ძალიან მიყვარს”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები