“რუსთავი 2″-ის ჟურნალისტები არაფერს წარმოადგენენ, სამსახურის დაკარგვის შიშით მათ მფლობელების ამოცანის შესრულებას აიძულებენ”

 

“ჟურნალისტები არაფერს წარმოადგენენ და მხოლოდ ინსტრუმენტები არიან, სამსახურის დაკარგვის შიშით კი მათ მფლობელების ამოცანის შესრულებას აიძულებენ”, – ასე გამოეხმაურა ექსპერტი არჩილ გამზარდია ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას მიერ გაკეთებულ განცხადებას, სადაც იგი ამბობს, რომ არხის ნებისმიერი ჟურნალისტს, რომელიც ტელეკომპანიის იდეოლოგიურ მიმართულებას არ იზიარებს, რედაქციის დატოვება მოუწევს.

გამზარდია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ტელეკომპანიის ხელმძღვანელობის მისამართით წერს:

“რაღა უნდა ელაპარაკო ამათ… ყველას არარაობად აღიქვამენ, საკუთარ თანამშრომლებსაც კი, და,  მერე “რუსთავი 2″-ს ჟურნალისტები იტყვიან, თავისუფლები ვართო.  დირექტორმა პრაქტიკულად დაადასტურა, რომ ჟურნალისტები არაფერს წარმოადგენენ და მხოლოდ ინსტრუმენტები არიან, სამსახურის დაკარგვის შიშით კი, მათ მფლობელების ამოცანის შესრულებას აიძულებენ. რაღა უნდა ელაპარაკო ამათ… ყველას არარაობად აღიქვამენ, საკუთარ თანამშრომლებსაც კი”, – წერს არჩილ გამზარდია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები