შალვა ხაჭაპურიძე: ყოჩაღ, ხელისუფლება! ეს არის ყველაზე სწორი პოზიცია!

„ყოჩაღ გომელაური! ყოჩაღ იზორია! ყოჩაღ ხელისუფლება! – ასე აფასებს ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ “ვიკილიქსზე” გავრცელებულ მასალასთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას. ადვოკატი შეფასებას ფეისბუქის საკუთარ გვერდზე აკეთებს.
„ყოჩაღ გომელაური! ყოჩაღ იზორია! ყოჩაღ ხელისუფლება! აღიძრა სისხლის სამართლის საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315 მუხლით – შეთქმულება ან ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად (რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თხუთმეტიდან ოც წლამდე).
არც ერთი ნაბიჯი უკან! კანონის პრესინგი ყოველ ამათ კრიმინალურ ქმედებებზე! ეს არის ყველაზე სწორი პოზიცია! მასე გააგრძელეთ! წარმატებები ქართველ ერს!”,- წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ადვოკატი.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ოპერატიული სამძებრო ღონისძიებებისა და მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, დაიწყო გამოძიება სსკ 315-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს შეთქმულებას სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად და ხელში ჩასაგდებად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები