საგამოძიებო სამსახურმა, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება – გასაღების ფაქტზე, ერთი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება – გასაღების ფაქტზე, ინდმეწარმე, პაატა გ. დააკავა. როგორც “კვირას” საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, გარკვეული თანხის სანაცვლოდ, დაამზადა და გაასაღა ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები, რომელშიც შეიტანა ყალბი მონაცემები არარსებული პროდუქციის მიწოდების და ხე-ტყის წარმოშობის შესახებ.
საქმეზე გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები