ერეკლე კოდუაზე შესაძლოა ძებნა გამოცხადდეს

  იმ შემთხვევაში, თუ ერეკლე კოდუა პროკურატურაში არ გამოცხადდება, უწყება მისთვის პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს. პროკურატურაში ასევე ამბობენ, რომ სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილ ხელმძღვანელზე შესაძლოა ძებნა გამოცხადდეს. უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის თემურ დოლიძის განცხადებით, როდესაც პირი საქართველოში არ იმყოფება, მასზე ძებნა დაიწყება როგორც შიდა, ასევე ინტერპოლის არხებით.
შეგახსენებთ, რომ ერეკლე კოდუას გამოძიება ძვირად ღირებული ავტომობილების მითვისებას ედავება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები