მოსწავლის განვითარების კვალდაკვალ – თბილისის თავისუფალი ვალდორფის სკოლა-ბაღი 21 წლის იუბილეს აღნიშნავს (ფოტო+ვიდეო)

თბილისის თავისუფალი ვალდორფის სკოლა-ბაღში, 23-25 ოქტომბერს, საიუბილეო დღეები იმართება.
სკოლის იუბილის ცერემონიალი ღონისძიება-კონცერტით გაიხსნა, რომელშიც სკოლის სიმფონიური ორკესტრი მონაწილეობდა.
ასევე, მოეწყო გამოფენა, სადაც წარმოდგენილია სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრები, ფერწერული ტილოები და ხელნაკეთი ნივთები.
როგორც “კვირას” სკოლის სასწავლო პროცესის კოორდინატორმა, მანანა ჯავაშვილმა განუცხადა, თბილისის თავისუფალი ვალდორფის სკოლა-ბაღის სწავლება და აღმზრდელობითი პროცესი საერთაშორისოდ აღიარებულ ვალდორფის პედაგოგიკას ეყრდნობა, რაც გულისხმობს: შემოქმედებითი აზროვნების ჩამოყალიბებას, ინტელექტუალურ-შემეცნებით და სოციალური უნარ-ჩვევების განვითარებას.
ასევე, სკოლა განსაკუთრებულია იმით, რომ არ ჰყავს დირექტორი, სასწავლო პროცესს უძღვება სასწავლო პროცესის კოორდინატორი, რომელიც 2 წლის ვადით ირჩევა და რაც მთავარია, მშობლები სწავლის პროცესში უშუალოდ ჩართულნი არიან.
“ჩვენს სკოლაში მოსწავლის ჰარმონიულ განვითარებაზე ზრუნავენ. გარდა მოსწავლის ინტელექტუალური განვითარებისა, ხდება მისი სოციალური უნარების განვითარება, ხელსაქმის შესწავლა, რაც მას სხვადასხვა სასიკეთო თვისებას სძენს. ბევრი უმაღლესი სასწავლებლიდან გვეუბნებიან, რომ ვალდროფის სკოლადამთავრებულები ცალსახად გამოირჩევიან სხვა ბავშვებისგან თავიანთი ფართო თვალსაწიერით, ინტელექტით, თავდაჯერებულობით, სოციალური აქტიურობით, არასდროს უკან არ იხევენ, რაც ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ჩვენს საზოგადოებაში, რაც ასევე მომავლისთვისაც მნიშვნელოვანია”, – განაცხადა მანანა ჯავიშვილმა.
სკოლაში ასევე, შშმ ბავშვებისთვის ადაპტირებული გარემოა და თითო კლასში რამდენიმე შშმ ბავშვია.
“ჩვენ ყოველთვის ვიღებდით შშმ ბავშვებს, მათ, ვისაც განსაკუთრებული პრობლემები გააჩნდათ. ერთი-ორი ასეთი ბავშვი ყოველ კლასში, ვფიქრობ, კარგია, რადგან სხვებში ეს სოციალური უნარების გამომუშავებას უწყობს ხელს. მაგრამ ახლა განსახვავებული რამ წამოვიწყეთ. ვფიქრობთ, ინტეგრირებული კლასები გავაკეთოთ, რაც შშმ ბავშვებზე ორიენტირებული იქნება და, ვფიქრობ, შედეგიანი იქნება”, – განაცხადა სასწავლო პროცესის კოორდინატორმა.
როგორც “კვირას” შუა და აღმოსავლეთ ევროპის ვალდორფის სკოლების საერთაშორისო ასოციაციის (IAO) წარმომადგენლმა, ქრისტოფ იოჰანსენისმა განუცხდა, თბილისის ვალდორფის სკოლა-ბაღი სხვა საერთაშორისო სკოლებისგან განსხვავდება კონტინგენტით და თვითმმართველობით.
ქრისტოფ იოჰანსენისის თქმით, იგი აღფრთოვანებულია ქართველი ბავშვების ნათელი საახებითა და ფანტაზიებით.
“ვალდორფის ათასი სკოლიდან ერთ-ერთია თბილისის ვალდორფის სკოლა, რომელსაც სხვა სკოლებთან შედარებით, განსაკუთრებული ბავშვები ჰყავს, ნათელი სახეებით რომ გეგებებიან და დიდი ფანტაზია აქვთ. ასევე, ამ სკოლის ერთ-ერთი მთავარი განსაკუთრებულობა ისაა, რომ აქ არ არსებობს მფლობელი და სკოლას უძღვებიან მასწავლებლები და მშობლები. ვალდორფის სკოლის პედაგოგიკის განსაკუთრებულობა კი ის არის, რომ ჩვენ ვითვალისწინებთ ბავშვის ასაკობრივ განვითარებას და ასაკობრივად რაც მისთვის არის მნიშვნელოვანი და საჭირო, იმას ვაწვდით. ჩვენ, ასევე ვუყურებთ იმას, თუ რა სჭირდება ბავშვს თავისი ინტელექტუალური შესაძლებლობების განვითარების გარდა. ჩვენ გვინდა ადამიანი იყოს არა მხოლოდ თავი, არამედ იყოს თავიც, გულიც და მთლიანობაც. ეს კი გამოიხატება იმაში, რომ ჩვენ მათ ხელოვნების საგნებს ვასწავლით. რაც შეეხება მეთოდოლოგიას, ის იგივეა, რაც 100 წლის წინ იყო და რაც დღესაც ამართლებს. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ თანამედროვე მიმდინარე პროცესები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ტექნიკამ კი არ გვმართოს, ჩვენ ვმართოთ ტექნიკა. მაგრამ დღეს, ისევე, როგორც 100 წლის წინ, მნიშვნელოვანია, მასწავლებელმა უყუროს ბავშვს, გაიგოს, რა სურს მას. მნიშვნელოვანია, მოსწავლისა და მასწავლებლის ურთიერთდამოკიდებულება”, – განაცხადა ქრისტოფ იოჰანსენისმა.
სკოლის საუბილეო დღეები სამ დღეს გაგარძელდება და ამ სამი დღის განმავლობაში იუბილეზე მოწვეულ სტუმრებს საშუალება ექნებათ,გაეცნონ სკოლას, შეიგრძნონ მისი ინდივიდუალური სახე და მოისმინონ ქრისტოფ იოჰანსენის (IAO) მოხსენება: „თანამედროვე გამოწვევები და ვალდორფის პედაგოგიკა, როგროც მომავალზე ორიენტირებული პედაგოგიკა“.
სკოლის საუბილეო დღეებს ესწრება შუა და აღმოსავლეთ ევროპის ვალდორფის სკოლების საერთაშორისო ასოციაციის (IAO) წარმომადგენლები; თბილისის თავისუფალი ვალდორფის სკოლის მხარდამჭერი კავშირის წევრები ზაარბრიუკენიდან და მარბურგიდან; სომხეთიდან – ერევნის ვალდორფის სკოლის კოლეგია.
თბილისის თავისუფალი ვალდორფის სკოლა-ბაღი 1994 წელს ქართველი და გერმანელი პედაგოგების საინიციატივო ჯგუფის მიერ, საქართველოს განათლების სამინისტროს, თბილისის მერიის და გერმანიის საელჩოს ხელშეწყობით დაარსდა.

თაკო სონღულაშვილი

804591_426561074205950_1523378227_n 12166205_426561077539283_961061232_n 12166209_426561270872597_816623145_n 12166229_426561314205926_1831551484_n 12170182_426561330872591_1830704838_n 12170376_426561304205927_1392183085_n 12170568_426561080872616_1792851938_n 12170648_426561284205929_396894904_n 12177879_426561257539265_41671585_n 12177905_426561087539282_478210415_n 12178028_426561280872596_1197065804_n 12178262_426561297539261_230592572_n 12179055_426561287539262_1706405708_n 12179078_426561277539263_518185710_n 12179139_426561324205925_617524503_n 12179168_426561070872617_131003992_n 12179384_426561307539260_333818764_n 12179588_426561267539264_252386275_n 12179857_426561300872594_203791946_n 12179864_426561067539284_1156556912_n 12180056_426561327539258_567439832_n 12181825_426561260872598_1191531615_n 12181833_426561274205930_205742621_n 12181863_426561084205949_927807548_n 12181882_426561294205928_1510700903_n 12181921_426561310872593_1996921052_n 12182013_426561317539259_1165265399_n 12182063_426561264205931_728108141_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები