თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

დღეს თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. კომპანია “თელასის” ცნობით, აღნიშნულის მიზეზი გეგმური სამუშაოებია.
დიდუბის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის, ვანის, ბაქრაძის, კერესელიძის, კედიას, თევდორე მღვდლის, ცემის და ბათუმის ქუჩების მცხოვრებლებს.
ვაკის რაიონში, 02:00 საათიდან 06:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის მცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ინგოროყვას ქუჩის მცხოვრებლებს.
საერთო ჯამში შეზღუდვა შეეხება 4 848 აბონენტს. კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები