ირინა ფუტკარაძე: ნაციონალური ენჯეოების შეტევა ხორციელდება, იბომბებიან განცხადებებით ჩემი კოლეგები

არასამთავრობო ორგანიზაცია “საზოგადოებრივი დამცველის” თავმჯდომარე ირინა ფუტკარაძე ფეისბუქის პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ერთ-ერთი ყოფილი ჩინოვნიკი, რომელიც დღეს არასამთავრობო სექტორშია, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილს აქტიურად მოუწოდებს შეუერთდნენ მის მიერ შედგენილ განცხადებებს.
“დღეს სტუმრად ოფისში ჩემი კოლეგა ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციიდან მეწვია, საუბრის დროს შეწუხებულმა მითხრა, დავიღალე ამ განცხადებების კითხვითო, ეს დღეებია აკლებული ვართ ამ მიმოწერებითო, გამიკვირდა,  მე არაფერი არ მომსვლიათქო, მასაც გაუკვირდა როგორ, წარმოუდგენელიაო, დავინტერესდით და აღმოჩნდა,  ნაციონალური ენჯეოების შეტევა ხორცილედება, იბომბებიან განცხადებებით ჩემი კოლეგები, მოკლედ, განცხადებებს ავრცელებს ყოფილი ჩინოვნიკი, დღეს არასამთავრობო სექტორის სახელით რომ საუბრობს… თუმცა, ვერაფერს იტყვი,  მასაც აქვს უფლება ისაუბროს, ისე არც ამ მთავრობის პირობებში აკლია გრანტები. ისე, სულ ვფიქრობ, რა უნდა გამიჭირდეს ისეთი მათ ხელმომწერებში, რომ აღმოვჩნდე… ტექსტები კი აქვთ დახვეწილი მამააბრამის ბატკანისეული“, – წერს ირინა ფუტკარაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები