საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანგ ხალხს და მთავრობას თანაუგრძნობს

საფრანგეთში მომხდარი ტრაგედიის გამო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანგ ხალხს და მთავრობას თანაუგრძნობს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში, პუისეგუინის მახლობლად, მოხდა ავტოკატასტროფა, რის შედეგადაც 44 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. აღნიშნულ ტრაგედიასთან დაკავშირებით, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სამძიმრის წერილი გაუგზავნა თავის ფრანგ კოლეგას ლორან ფაბიუსს. წერილში საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მწუხარება გამოთქვა მომხდარის გამო და თანაგრძნობა გამოხატა დაღუპულთა ოჯახებისა და ფრანგი ხალხის მიმართ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები