ქიბარ ხალვაში გია ხუხაშვილს მიმართავს: მოვრჩები მთავარ პრობლემას და მერე გაჩუქებ ერთ დღეს

ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში ექსპერტ გია ხუხაშვილს სოციალური ქსელის საშუალებით მიმართავს.
მიმართვის ტექსტს, რომელსაც ხალვაში ფეისბუქის პირად გვერდზე აქვეყნებს, “კვირა“ უცვლელად გთავაზობთ:
“არ გეყო ამდენი ვაჭრობა ბატონო ხუხაშვილო? ხომ ნახე სიხარბეს და ვაჭრობას რომ შეეწირე მეგობართან ერთად? ბოდიში პიქსელის შენობაში რომ ვერ გეახელი სიმართლის აღსადგენად. მადლიერი კი ვიყავი იმაზე, რაც მანამდე ჩემზე გიფიქრია და გითქვამს, მაგრამ მაინც არ ვთვლიდი, რომ შენთვის და შენი პარტნიორისთვის უნდა მეთხოვა დახმარება. ჩვევად არ მაქვს ვანოს და მიშას გამოგონილ ისტორიებს სიმართლედ რატო ასაღებ. საიდან მოიტანე შენი ზღაპრები? ყურწაკრულ ისტორიებს რატომ ავრცობ შენებურად? შენ რომ მართალი კაცი ყოფილიყავი არც ჩვენზე უკანონოდ ჩამორთმეულ მანქანაში არ ჩაჯდებოდი, მაგრამ გიყვარს კომფორტი და “ვაჟნობა”. მე შენს ადგილას არ ვიკადრებდი… ახლა არ მცალია შენთან საკინკლაოდ. მოვრჩები მთავარ პრობლემას და მერე გაჩუქებ ერთ დღეს“, – წერს ხალვაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები