მეცნიერების დასკვნა – მაქსიმე აღმსარებლის საფლავი საქართველოში მდებარეობს (ვიდეო)

 წმინდა მაქსიმე აღმსარებლისადმი მიძღვნილი მე-5 საერთაშორისო საღვთისმეტყველო კონფერენცია გაიმართა თბილისში 19-23 ოქტომბერს. მსოფლიოს 6 ქვეყნიდან ჩამოსულმა მეცნიერებმა ქართველ კოლეგებთან ერთად მიიღეს დასკვნითი დოკუმენტი, რომლის თანახმადაც წმინდანის, თეოლოგის – მაქსიმე აღმსარებლის საფლავი საქართველოში მდებარეობს; კერძოდ, ლენტეხის რაიონში, ციხესიმაგრე მურში.
მე-5 სამეცნიერო კონფერენციის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე მეცნიერებმა მაქსიმე აღმსარებლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ჩატარებული 10-წლიანი კვლევის შედეგები გამოქვეყნეს.
„ეს არის სერიოზული დასკვნა და მოიტანს დიდ საეკლესიო შედეგებს”, – განაცხადა მიტროპოლიტმა ანანია ჯაფარიძემ.
მაქსიმე აღმსარებელი მე-7 საუკუნეში გარდაიცვალა.
წყარო: “რეპორტიორი”

https://www.youtube.com/watch?v=g2ocSzycqyY

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები