უმრავლესობის კვოტით საპროკურორო საბჭოს წევრობის კანდიდატად ეკა ბესელია დასახელდა

საპარლამენტო უმრავლესობამ უმრავლესობის კვოტით საპროკურორო საბჭოს წევრობის კანდიდატად ეკა ბესელია წარადგინა, – ამის შესახებ გადაწყვეტილება უმრავლესობამ “ქართული ოცნების” ოფისში გამართულ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.
დღესვე, უმრავლესობის სხდომაზე მოუსმინეს სამოქალაქო სექტორის მხრიდან საპროკურორო საბჭოს წევრობის კანდიდატებსაც. “საპროკურორო საბჭო სრულიად ახალი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქციებით აღჭურვილი ორგანოა. მას აქვს ძალიან სერიოზული ფუნქციები, მთავარი პროკურორის შერჩევა და მთავრობის მეთაურისთვის და პარლამენტისთვის წარდგენა, იმპიჩმენტის ფუნქცია, ანგარიშის მოსმენა მთავარი პროკურორის და ა.შ. პარლამენტის მონაწილეობა ამ საბჭოში პირველ რიგში გულისხმობს საპარლამენტო კონტროლს”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები