ხვალ “მეტამედიცინის უახლესი მიღწევები და ძველი კავკასიური ცოდნა” კონფერენცია გაიმართება
ხვალ, 24 ოქტომბერს, 15:00 საათზე ჩიტაიას ქუჩა N33-ში საქართველოს ეროვნული აკადემია და მეტაფიზიკურ მეცნიერებათა კვლევითი ცენტრი გამართავენ კონფერენციას თემაზე – “მეტამედიცინის მიღწევები და მომავლის მედიცინა”.
როგორც “კვირას” ორგანიზატორებმა აცნობეს, მეტამედიცინა ახალი ხედვაა მედიცინაში და საქართველოში სერიოზული წინსვლაა ამ კუთხით, რასაც ადასტურებს ბოლო დროს მიღებული პრაქტიკული შედეგები. კონფერენციას დაესწრებიან საქართველოს ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი და წევრები, აგრეთვე ცნობილი მეცნიერები. კონფერენციის მხარდამჭერია ბიზნესისა და მენეჯმენტის აკადემია.
კონფერენციას გახსნის საქართველოს ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი ვ. რამიშვილი.