სარფში სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლის დახმარებით, ნარკოტიკის შემოტანის მცდელობა გამოავლინეს
საბაჟო გამშვები პუნქტის, “სარფის”, მებაჟე ოფიცრებმა, სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლის დახმარებით, ნარკოტიკის შემოტანის მცდელობა გამოავლინეს.
როგორც “კვირას” შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, 6,48 გრ. მარიხუანას ძაღლმა თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან შემოსული საბერძნეთის მოქალაქე ი.ნ.-ის მართვის ქვეშ არსებული ავტობუსის სალონში მიაგნო.
საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა საქართველოს შსს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონულ სამმართველოს გონიოს პოლიციის გაყოფილებას.