გორში მეგობარმა ქალმა მამაკაცს პირადი ანგარიშსწორების მიზნით ავტომობილი დაუწვა

გორში მამაკაცს მეგობარმა ქალმა პირადი ანგარიშსწორების მიზნით ავტომობილი დაუწვა. “კვირას“ ინფორმაციით, შემთხვევა რესტორან “ბერიკონთან“ მოხდა. ქალბატონმა მამაკაცის კუთვნილ “ნისანის“ ფირმის ავტომობილს ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა.
როგორც “კვირას“ შს სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ქალბატონი დააკავეს და ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187- მუხლით დაიწყო (ნივთის დაზიანება ან განადგურება).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები