კახეთში ტანსაცმლის მაღაზიის ქურდობის ფაქტზე ახალგაზრდა ქალი დააკავეს
კახეთში, გურჯაანში სამართალდამცველებმა ქალბატონი იმ დროს დააკავეს, როდესაც ის ერთ-ერთ მაღაზიიდან ტანსაცმელს იპარავდა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სამართალდამცველებმა ახალგაზრდა ქალბატონი ცხელ კვალზე დააკავეს და ნივთმტკიცებად ტანსაცმელი ამოიღეს. მათივე ცნობით, დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.