სამალავებში აღმოჩენილი ჩანაწერების საქმეზე განაჩენს დღეს გამოაცხადებენ
თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს სამეგრელოს სამალავებში აღმოჩენილ ფარული ჩანაწერების საქმეზე 13 პირის მიმართ განაჩენს გამოაცხადებს. საქმე ცხრა თვის განმავლობაში იხილებოდა და პასუხისგებაში მიცემულია 13 პირი, აქედან ერთ-ერთია მეგის ქარდავა, ასევე შსს-ს სამეგრელო – ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოსა და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები. გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნული პირები დაკავებულების წამებასა და მათ მიმართ არაადამიანურ მოპყრობაში მონაწილეობდნენ. ბრალდებული პირების იდენტიფიცირება სამეგრელოში შენიღბულად მოწყობილი, სპეციალურ სამალავებში აღმოჩენილი ვიდეოფირების საშუალებით მოხდა. ფირებზე აღბეჭდილია ასევე სექსუალური ხასიათის დანაშაული. სისხლის სამართლის საქმეებზე დადგენილია შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნების: მეგის ქარდავას, კოხტა კოდუასა და დავით ჩაგინავას ბრალეულობა. მეგის ქარდავა ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნება.