„ჩვენ საკმაოდ კარგი წარმატებები გვაქვს ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით“
ჩვენ საკმაოდ კარგი წარმატებები გვაქვს ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე, რამდენად მიმზიდველია ინვესტორებისთვის დღეს არსებული გარემო, მინისტრმა აღნიშნა, რომ პრინციპულად მნიშვნელოვანია ის რეიტინგები, რომელიც საქართველოს აქვს და ასევე ის აღქმა, რომელიც დღესდღეობით ინვესტორებს გააჩნიათ.
“ჩვენ საკმაოდ კარგი წარმატებები გვაქვს ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით და გავაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ ქვეყანაში იყოს სტაბილურობა, ინვესტიციები წახალისდეს, იყოს რაც შეიძლება ნაკლები რეგულაცია და ინვესტორებმა ქვეყანაში ძალიან კომფორტულად იგრძნონ თავი, არა მარტო ქვეყნის გარედან შემოსულმა ინვესტორებმა, არამედ ადგილობრივმა მეწარმეებმა, ბიზნესმენებმა, რომლებსაც სურთ და აკეთებენ ბიზნესს საქართველოში”, – განაცხადა ქუმსიშვილმა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა სამინისტროს სამწლიანი საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. ანგარიშის პრეზენტაციას ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.