ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმის განხილვა დასკვნით ეტაპზეა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე სასამართლო პროცესი გაგრძელდება. საქმის განხილვა დასკვნით ეტაპზეა. დღვანდელ პროცესზე დაცვის მხარე საკამათო სიტყვით წარდგება, რის შემდეგაც უკვე, სავარაუდოდ, მომდევნო პროცესზე მოსამართლე განაჩენს გამოიტანს ამ საქმეში ბრალდებული პოლიციის ყოფილი ხუთი მაღალჩინოსნისთვის. ბრალდებულთა ადვოკატების აზრით, მათ განზრახ მკვლელობის ნაწილში ვერ გაამტყუნებენ. ვაზაგაშვილების ოჯახის ოდვოკატი კი იმედოვნებს, რომ მოსამართლე ობიექტურ გადაწვეტილებას მიიღებს და დაკავებულები განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაისჯებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები