არადეკლარირებული ოქროს ნივთების შემოტანის ფაქტზე სომხეთის მოქალაქე დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, საბაჟო წესის დარღვევის ფაქტზე სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე, გალუსტ მარგარიანი დააკავა.
გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა საბაჟო-გამშვებ პუნქტ ,,სადახლოს“ გავლით, საბაჟო კონტროლისგან მალულად საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოიტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნივთები.
საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან შვიდ წლამდე ვადით.