საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის მაროკოს მოქალაქე დააკავეს

  შსს-ს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს დასავლეთის ოპერატიული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1989 წელს დაბადებული მაროკოს სამეფოს მოქალაქე კეჯჯი ი. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს. შს სამინისტროს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ კეჯჯი ი-მ სასაზღვრო საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. გამოძიება საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები