გიორგი მღებრიშვილი მომსახურების სააგენტოს განვითარების სტრატეგიას გაეცნო (ფოტოკოლაჟი)
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი რუსთავში შსს-ს მომსახურების სააგენტოს ეწვია და მისი მუშაობის სპეციფიკას ადგილზე გაეცნო. სამუშაო შეხვედრაზე მინისტრს მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა დავით მიზანდარმა გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში ჩააბარა და სააგენტოს განვითარების გეგმა წარუდგინა.
„მიმაჩნია, რომ მომსახურების სააგენტოს აქვს ყველა რესურსი იმისთვის, რომ სახელმწიფო სერვისების სფეროში ფლაგმანი იყოს. სააგენტოში დაგეგმილი ცვლილებების ფარგლებში, ჩვენს მოსახლეობას ბევრ სიახლეს შევთავაზებთ, რაც მომსახურების ხარისხს კიდევ უფრო გააუმჯობესებს,“ – აღნიშნა გიორგი მღებრიშვილმა.