დიმიტრი შაშკინს პროკურატურაში იბარებენ
განათლების ყოფილ მინისტრს დიმიტრი შაშკინს მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე იბარებენ. როგორც ოფიციალური უწყისიდან ირკვევა, შაშკინს ბენდუქიძის მსგავსად დილის 11 საათზე ელოდებიან (სისხლის სამართლის საქმე – 092160313002).
შაშკინი განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელ ნიკა პაპაშვილთანაა დაბარებული. გავრცელებული, არაოფიციალური ინფორმაციით, ყოფილ მინისტრს აგრარული უნივერსიტეტის საქმესთან დაკავშირებით დაკითხავენ. შეგახსენებთ, რომ პროკურატურას ამ დროისთვის ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების დაკითხვასთან დაკავშირებით, ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია.