სასწრაფოდ: კახა ბენდუქიძე პროკურატურაში დაიბარეს

 საქართველოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი და თავისუფალი უნივერსიტეტის რექტორი პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს,- ამის შესახებ „კვირას“ პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თემურ დოლიძემ განუცხადა. უწყისის თანახმად, კახა ბენდუქიძე სისხლის სამართლის საქმეზე, # 092160313002 გამოძიების ჩატარების მიზნით არის დაბარებული. პროკურატურა ამ დროისთვის არ აკონკრეტებს ,თუ რომელი საქმის გარშემო უნდა დაიკითხოს ბენდუქიძე, თუმცა, მათივე თქმით, პროკურატურა აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას რამდენიმე წუთში გაავრცელებს. ბენდუქიძე პროკურატურაში ხვალ დილის 11:00 საათზეა დაბარებული.

1655348_731063316938515_2093807402_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები