“თბილისის ბაგა-ბაღებში საკვებად უვარგისი, ხორცი შედის და ბავშვების ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება”
“ანტიკორუფციული კავშირის“ თავმჯდომარე გია ბურჯანაძე აცხადებს, რომ თბილისის ბაგა – ბაღებში უხარისხო და საკვებად უვარგისი, გაურკვეველი წარმომავლობის საქონლის ხორცი შედის და ბავშვების ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება.
როგორც ბურჯანაძე გაზეთ “კვირის ქრონიკასთან“ საუბარში აცხადებს, კუმისის ტეროტორიაზე არის ადგილი, სადაც ფიზიკურ პირებს, ინდმეწარმეებსა და ა.შ. მიჰყავთ ცხენები, ხარები… აქედან მარაგდება “თელეთის ხორცი“ და ეს პროდუქცია შემდეგ ბაგა -ბაღებში შედის. “ჯერ კიდევ წინა ტენდერზე ბიუჯეტიდან სატენდეროდ რომ თანხა გამოიყო, იქ ეწერა, რომ ბაგა-ბაღებში შესატანი უმაღლესი ხარისხის საქონლის რბილის (ხორცის) შესატანად, 1 კილოგრამის ღირებულება არ უნდა ყოფილიყო 14 ლარზე და 80 თეთრზე მეტი. მაშინ ეს ტენდერი მოიგო “ფუდ სერვისმა“, მაგრამ ამ გიგანტმა კომპანიამც კი ვერ უზრუნველყო ჯანსაღი ხორცის შეტანა. ახლა ბაზარზე გამოჩნდა ისეთი კომპანია, როგორიც არის “თელეთის ხორცი“, რომელმაც ტენდერი მოიგო და ერთი კილო ხორცი შეაქვს 11 ლარად და 40 თეთრად. ჩვენ თავიდანვე გავაკეთეთ განცხადება, რომ 11 ლარად და 40 თეთრად შეტანილი საქონლის ხორცი არ იქნებოდა იმ ხარისხის, რაც ბავშვებმა უნდა მიიღონ და მაშინვე დავუშვით შესაძლებლობა, რომ გარკვეული სახის დარღვევებს ექნებოდა ადგილი. ამის მერე დავიწყეთ ამ პრობლემის შესწავლა. კუმისის ტერიტორიაზე არის ადგილი, სადაც, ჩვენი ინფორმაციით,ფიზიკურ პირებს, ინდმეწარმეებსა და ა.შ. მიჰყავთ ცხენები, ხარები… აქედან მარაგდება “თელეთის ხორცი“ და ეს პროდუქცია შედის მერე ბაგა – ბაღებში! ამ ყველაფერის ამსახველი ვიდეომასალებიც არსებობს“, -აცხადებს გია ბურჯანაძე.