გიორგი კვირიკაშვილი ილჰამ ალიევს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში იმყოფება.
გიორგი კვირიკაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს არტურ რასიზადეს შეხვდა.
მხარეებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს აზერბაიჯანისა და საქართველოს მეგობრული და სტრატეგიული პარტნიორობა და დაადასტურეს მზადყოფნა ხელი შეუწყონ ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას.
აზერბაიჯანის პრეზიდენტთან და პრემიერ მინისტრთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა მინისტრების შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი განვითარების პერსპექტივებს.
კმაყოფილებით აღინიშნა ორი ქვეყნის თანამშრომლობის მაღალი დონე და ვიზიტების ურთიერთგაცვლის აქტიური დინამიკა, რომელიც დამატებით იმპულსს შეიძენს უახლოეს მომავალში პრეზიდენტ ალიევის საქართველოში ვიზიტით.
შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდა მხარეთა საერთო ძალისხმევაზე, განავითარონ პარტნიორობა ენერგეტიკული და სატრანსპორტო პროექტების განხორციელებისაკენ.
განსაკუთრებით სამხრეთის ენერგეტიკული დერეფნის რეალიზაციის თვალსაზრისით, რითაც საქართველო და აზერბაიჯანი განსაკუთრებულ როლს ასრულებენ ევროპის ენერგოუსაფრთხოების განმტკიცებაში.
ვიზიტის ფარგლებში გიორგი კვირიკაშვილმა გვირგვინით შეამკო აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალიევის საფლავი და მარადიული ცეცხლის კომპლექსი.
საქართველოს ვიცე-პრემიერი ასევე შეხვდება აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები