თბილისი – რუსთავის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. როგორც “კვირას” კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იტყობინება, ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა და „ფორდის“ მარკის სატვირთო შეეჯახნენ. აღნიშნულის შედეგად სატვირთო ამობრუნდა. შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი მსუბუქად დაშავდა. შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით, საქმე ადმინისტრაციული წესით აღიძრა.