„საქართველოს პროკურატურის ისტორიაში ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი დღე“

საქართველოს პროკურატურის ისტორიაში ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი დღე, – ამის შესახებ საქართველოს მთავარი პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსმა  ნათია მეზვრიშვილმა სასტუმრო “ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისში“ ჟურნალისტებს განუცხადა.
სასტუმროს საკონფერენციო დარბაზში პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა კრება, რომელზეც   საპროკურორო საბჭოს რვა წევრი უნდა აირჩეს, ცოტა ხანში გაიხსნება.
როგორც ნათია მეზვრიშვილმა აღნიშნა, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებები იძლევა იმის ბერკეტს, რომ პროკურატურა იყოს თავისუფალი ყოველგვარი პოლიტიკური გავლენისაგან.
„როგორც მოგეხსენებათ, “პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელდა ცვლილებები, რომლის მიხედვითაც მთავარი პროკურორობის კანდიდატი  უნდა აირჩიოს საბჭომ, რომელიც შედგება 15 წევრისგან. ამ საბჭოში 8 წევრი უნდა იყოს პროკურორი. დაგეგმილია საბჭოს წევრობის კანდიდატთა სიტყვით გამოსვლა და შემდეგ კვოტების მიხედვით მოხდება კენჭისყრა“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები