დიმიტრი ქუმსიშვილი NDI-ის კვლევებზე: ყველაფერს ვიზამთ, რომ ეკონომიკური აღმავლობა კიდევ უფრო მეტი იყოს
ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი NDI-ის კვლევების შედეგებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ორგანიზაციასთან დაკავშირებით ყოველთვის არსებობდა გარკვეული კითხვები და ეს კითხვები არც დღეს მოხსნილა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, მთავრობა ყველაფერს იზამს, რათა ეკონომიკური აღმავლობა კიდევ უფრო მეტი იყოს და მოსახლეობა – კიდევ უფრო კმაყოფილი.
“ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი მოსახლეობა და ის, რომ ყველაფერი გავაკეთოთ, რათა მოსახლეობის კმაყოფილება იყოს განსაკუთრებით მაღალი. ჩვენი მთავრობა ამ მიმართულებით ძალიან ბევრს აკეთებს, თუმცა, რა თქმა უნდა გასაკეთებელი კიდევ ძალიან ბევრია და ყველაფერს ვიზამთ, რომ ეკონომიკური აღმავლობა კიდევ უფრო მეტი იყოს და მოსახლეობა – კიდევ უფრო კმაყოფილი”, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.