„ერთ-ერთ ვერსიად განიხილება, რომ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ეს ფირები უკრაინაში გაყიდეს“

უკრაინულ საიტზე, წამებისა და გაუპატიურების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელებაზე, მრავალი ვერსია არსებობს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებტან საუბრისას განაცხადა. 
მისი თქმით, კადრების გავრცელების ერთ-ერთ ვერსიად განიხილება ის, რომ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ეს ფირები უკრაინაში გაყიდეს.
“რაც შეეხება კადრებს, როგორც ვიცი, უკრაინულ მედიაში გავრცელდა. მრავალი ვერსია განიხილება, რომ იგივე ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, უკრაინელ მოქალაქეებს მიჰყიდეს. არ მინდა დეტალებში შევიდე, ამას გამოძიება დაადგენს. ჩვენ გავანადგურეთ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოფირები, ამ კადრების გაუქმების უფლება მე არ მქონდა, ეს ინახება პროკურატურაში. ძალიან გთხოვთ, მოსახლეობა შეცდომაში ნუ შეგყავთ. ის, რომ ეს კადრები განადგურდა, ტყუილია”,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები