ერეკლე კოდუა გამოძიებასთან თანამშრომლობას აპირებს
სოდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნის ერეკლი კოდუას ინტერესების დამცველები პირველ კომენატარს აკეთებენ. როგორც ადვოკატები აცხადებენ, ერეკლე კოდუა გამოძიებასთან თანამშრომლობას აპირებს. ადვოკატების ინფორმაციით, ყველა წარდგენილ ბრალდებაში არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომელიც მხარეებს შორის საპროცესო გარიგებით დასრულდა. ადვოკატ გოგიტა გაბაიძის განმარტებით, ერეკლე კოდუას მეუღლეს უწყება გუშინ ჩაბარდა. “დღეს უბრალოდ პროკურორმა ადვოკატს დადგენილება გააცნო. ფაქტობრივად, კოდუას არ მიეცა საშუალება, გამოცხადებულიყო საგამოძიებო უწყებაში. არადა, გამოძიებას შეეძლო ადრე მიემართა მისთვის, მოწმის სახით დაებარებინა და მაღალი ალბათობით ის გამოცხადდებოდა პროკურატურაში“, – განაცხადა კოდუას ადვოკატმა.