თამაზ მეჭიაური NDI კვლევებზე: წაკითხვადაც არ ღირს
საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრი თამაზ მეჭიაური NDI -ის მიერ გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს ეხმაურება. როგორც მეჭიაური აცხადებს, “ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაახლოებული NDI მსგავსი კვლევების ჩატარებით ერთობა.
„ერთობიან და ატარებენ „ნაცმოძრაობასთან“ დაახლოებული სხვადასხვა ორგანიზაციების მეშვეობით ამ კვლევებს. აქედან გამომდინარე, რა დასკვნას დადებენ და რა პროცენტებს დაწერენ, ეს გასაკვირი არ უნდა იყოს, ასე რომ, წაკითხვადაც არ ღირს“, – ამბობს მეჭიაური.