დასვენების დღეებში პლანეტების „მცირე აღლუმი“ შედგება
დასვენების დღეებში უნიკალური ასტრონომიული მოვლენა – პლანეტების „მცირე აღლუმი“ შედგება. ერთდროულად ოთხი პლანეტა – მერკური, ვენერა, მარსი და იუპიტერი ერთ ხაზზე განთავსდებიან და მათ შორის მინიმალური მანძილი დაფიქსირდება.
მეცნიერების თქმით, „პლანეტების აღლუმი“ შეუიარაღებელი თვალითაც გამოჩნდება სპეციალური მოწყობილობების გარეშე. ყველაზე კარგად ეს მოვლენა გამთენიისას ჩანს.
პლანეტების გარდა, დურბინდით იუპიტერის ოთხი ყველაზე დიდი თანამგზავრის დანახვაც იქნება შესაძლებელი.
ასტრონომების გათვლებით პლანეტების „მცირე აღლუმი“ 20 ოქტომბერს დასრულდება, როდესაც მერკური მზეს მიუახლოვდება.