ციხეში მსჯავრდებულისთვის მობილურის შეგზავნა სპორტული ფეხსაცმლით სცადეს
თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებული პირისთვის აკრძალული საგნის გადაცემის ფაქტზე მოქალაქე ზ.კ.-ს ბრალი წარედგინა. როგორც „კვირას“ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროდან აცნობეს, გამოძიების თანახმად, 2014 წლის 12 მარტს, ზ.კ.-მ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N15 დაწესებულების საამანათე განყოფილებაში ამავე დაწესებულებაში მოთავსებული ბ.კ.-თვის განკუთვნილი ამანათი წარადგინა. დაწესებულების თანამშრომლებმა ამანათის რენტგენის აპარატზე შემოწმებისას სპორტულ ფეხსაცმელში დამალული აკრძალული საგანი – მობილური ტელეფონი აღმოაჩინეს. აღნიშნული მუხლით ჩადენილი დანაშაული სასჯელის სახით სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.