არადეკლარირებული ოქრო საბაჟო – გამშვებ პუნქტებზე

  საბაჟო – გამშვებ პუნტზე “ყაზბეგი” დეკლარირების გარეშე ოქროს ნაკეთობების შემოტანის მცდელობა დაფიქსირდა. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის მხრიდან შემოსული სომხეთის მოქალაქის გ.ს.-ის ბარგის დათვალიერებისას, მებაჟე ოფიცრებმა 71,8 გრამი ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს. საქონლის ღირებულებამ 3576,4 ლარი შეადგინა. ანალოგიური შემთხვევა დაფიქსირდა ყაზბეგის საბაჟოზე იმავე დღეს. ასევე, რუსეთის მხრიდან შემოვიდა აზერბაიჯანის მოქალაქე ა. გ., რომელსაც დათვალიერებისას 94.15 გრამი არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩნდა. აღნიშნული საქონლის ღირებულებამ 3666,9 ლარი შეადგინა. საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, ორივე პირს სანქციის სახით ფულადი ჯარიმა, შესაბამისად, 3576,4 და 3666,9 ლარი შეეფარდა. არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები შემოიტანა აზერბაიჯანის მოქალაქე ა.ს.-მაც, რომელიც 15 მარტს საბაჟო- გამშვები პუნქტის “სარფის” ტერიტორიაზე თურქეთის რესპუბლიკიდან შემოვიდა. მისი ხელბარგის დათვალიერებისას მებაჟე ოფიცრებმა 91,56 გრამი ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს. საქონლის ღირებულებამ 5646,2 ლარი შეადგინა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევს სანქციის სახით 5646,2 ლარის ფულადი ჯარიმა შეეფარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები