"წითელ ხიდზე" არადეკლარირებული თანხა ამოიღეს
საბაჟო გამშვები პუნქტ “წითელ ხიდზე” არადეკლარირებული თანხა ამოიღეს. როგორც „კვირას“ შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, საბაჟო გამშვები პუნქტის “წითელი ხიდის” ტერიტორიაზე შემოვიდა აზერბაიჯანის მოქალაქე რ.მ., რომელსაც ხელბარგის დათვალიერებისას აღმოაჩნდა არადეკლარირებული თანხა -70 000 აშშ დოლარი.
უწყების ინფორმაციით, საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, პირს, სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით.