ბაჩო ახალაიას ადვოკატი დაკითხვაზე იმყოფება
ბრალდებულ ბაჩო ახალაიას ადვოკატი რომეო საჯაია სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფება.
საგამოძიებო უწყებაში ადვოკატი დეპუტატ აკაკი მინაშვილთან ერთად მივიდა. რომეო საჯაიას ჟურნალისტებისთვის კომენტარი არ გაუკეთებია. დეპუტატ აკაკი მინაშვილის განცხადებით, გოგა ონიანსა და რომეო საჯაიას წინააღმდეგ მიზანმიმართული დევნა მიმდინარეობს, რადგან ადვოკატები დათა და ბაჩო ახალაიების ინტერესებს იცავენ.