გიგი უგულავას სასამართლო პროცესი გადაიდო

 საქართველოს საქალაქო სასამართლოში თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე გიგი უგულავას წინა სასამართლო პროცესი 2 აპრილისთვის გადაიდო. სასამართლოს დღეს თბილისის ბიუჯეტიდან 50 მილიონი ლარის გაფლანგვის საქმეზე უნდა ემსჯელა და მიეღო გადაწყვეტილება მტკიცებულებათა დაშვების საკითხზე, თუმცა, მოსამართლემ ამისათვის დრო ითხოვა. დღევანდელ სხდომაზე პროკურატურამ ზურაბ ადეიშვილისა და გიორგი საბანაძის გამოკითხვის ოქმების ბათილად ცნობა მოითხოვა. ბრალდების მხარის განმარტებით, ორივე მათგანი ძებნილია და ოქმები არაკანონიერია.
“ზურაბ ადეიშვილის გამოკითხვის ოქმი ეჭვქვეშ დგება, რადგან გარდა პირადი ნომრისა, მასზე არ არის დატანილი არანაირი მაიდენტიფიცირებელი მონაცემი. ზურაბ ადეიშვილი არის წითელი ცირკულარით ძებნაში და ამის ნახვა ინტერპოლის საიტზეც შესაძლებელია, მისი ადვოკატი აცხადებს, რომ საყოველთაოდ ცნობილია, რომ ზურაბ ადეიშვილი არის უნგრეთში, თუმცა ეს ჩვენთვის ცნობილი არ არის. აღსანიშნავია ისიც, გამოკითხვის ოქმში მითითებულია, რომ ეს გამოკითხვა შედგა ქალაქ კესტელში, თუმცა ასეთი სახელით ქალაქი მსოფლოს ოთხ ქვეყანაშია. ასევე, გამოკითხვის ოქმში მისამართად მითითებულია დები იშხნელების ქუჩა, თუმცა, ყველამ ვიცით, რომ ზურაბ ადეიშვილი ამჟამად იქ არ ცხოვრობს“, – განაცხადეს პროკურორებმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები