ქობულეთში სტიქიასთან ბრძოლის შტაბი საგანგებო რეჟიმში მუშაობს (ფოტოკოლაჟი)
ქობულეთის მუნიციპალიტეტში გადაუღებლად წვიმს, რის გამოც გამგეობაში შექმნილი სტიქიასთან ბრძოლის შტაბი საგანგებო რეჟიმში მუშაობს.
მუნიციპალიტეტის გამგებელი სულხან ევგენიძე საგანგებო შტაბის წევრებსა და სპეციალურ მობილურ ჯგუფებთან ერთად დაზიანებულ ადგილებს ათვალიერებს.
ამ დროის მონაცემებით, ქობულეთში დატბორილია ჯავახიშვილის უბანი, გელაურის დასახლება, ბაზრის მიმდებარე ტერიტორია, სააავადმყოფოს უბნის ნაწილი, რუსთაველისა და დავით აღმაშენებლის ქუჩების დასაწყისი. დამეწყრილია სოფელ ლეღვას, გვარას, კონდითის, გოგმაჩაურის, ზენითის, აჭყვისთავისა და ცეცხლაურის სასოფლო გზები. მოსახლეობას ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება.
ადგილზე მობილიზებული არიან შსს-სსაგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე მაშველები. ამ წუთებში მიმდიანრეობს სამაშველო, ამოტუმბვითი და გაწმენდითი სამუშაოები. ღონისძიებებში ჩართულები არიან: როგორც ქობულეთის, ასევე, ბათუმის, ფოთის, გურიის, იმერეთის და სამეგრელოს ადგილობრივი ჯგუფები. თბილისის განსაკუთრებით საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოდან დასახმარებლად გაემგზავრა 15-კაციანი ჯგუფიც. აღნიშნული სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს. სამუშაოებში სულ 90-მდე მეხანძრე-მაშველია ჩართული.