"მოქალაქე"ჟურნალისტებს ტრენინგების ჩატარებას სთავაზობს

  ორგანიზაცია “მოქალაქე” მედიაგარემოს გაუმჯობესებისა და, ზოგადად, მედიის ხელშეწყობის მიზნით, მედიაორგანიზაციებს ჟურნალისტებისთვის კვალიფიციური ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტებისა და ორგანიზაციების მონაწილეობით ტრენინგების ჩატარებას სთავაზობს. ამის შესახებ “კვირას“ არასამთავრობო ორგანიზაცია “მოქალაქედან“ აცნობეს.
როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, მიუხედავად იმისა, რომ “მოქალაქეს“ აქვს საკუთარი შეხედულება, თუ რა მიმართულებით იქნება ტრენინგების ჩატარება მნიშვნელოვანი, საჭიროდ მიიჩნევს, მიიღოს დამატებითი ინფორმაცია თავად მედიასაშუალებების ხელმძღვანელებისაგან, კონკრეტულად, რომელ საკითხებს მიიჩნევენ ისინი აქტუალურად და რაში საჭიროებენ მათდამი დაქვემდებარებული მედიაორგანიზაციების თანამშრომლები ცოდნის გაღრმავებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები