ირაკლი შოთაძე: პროკურატურა უახლოეს პერიოდში ეროსი კიწმარიშვილის საქმის დეტალებს გაასაჯაროებს

საზოგადოებას ეროსი კიწმარიშვილი გარდაცვალების საქმის ყველა დეტალსა და დოკუმენტზე წვდომა ექნება, უახლოეს პერიოდში გავასაჯაროვებთ კიწმარიშვილის საქმის დეტალებს, – ამის შესახებ მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ განაცხადა.
როგორც შოთაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პროკურატურა ამ დროისთვის გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე და დაზარალებული ოჯახის თხოვნით არ ასაჯაროვებს ინფორმაციას.
“არ გვინდოდა და არ გვსურდა, რომ ის ინფორმაცია, რაც სისხლის სამართლის საქმეში უკვე მოპოვებულია და რაზეც სრული წვდომა აქვს ეროსი კიწმარიშვილის ოჯახს, საზოგადოებისთვის ნათელი გაგვეხადა, ვიდრე არ ამოვწურავდით იმ საგამოძიებო მოქმედებებსაც, რასაც თვითონ დაზარალებულის ოჯახი ითხოვდა. ვფიქრობ, ეს საგამოძიებო მოქმედებები ძალიან მალე ამოიწურება და ჩვენ აუცილებლად საზოგადოებას სრულად გავაცნობთ გამოძიების შედეგებს, მათ შორის, მათ ექნებათ სრული წვდომა სისხლის სამართლის მასალებთან. კონკრეტულად თითოეულ დაკითხვის ოქმთან, თითოეული ექსპერტიზის დასკვნასთან და თითოეულ საგამოძიებო მოქმედებასთან”, – აცხადებს ირაკლი შოთაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები