„ფაქტობრივად დადგენილია ყველა გარემოება, თუ როგორ მოხდა ბესიკ ხარძიანის მკვლელობა“

მთავარი პროკურორის მოადგილის ირაკლი შოთაძის გაცხადებით, ფაქტობრივად დადგენილია ყველა გარემოება, თუ როგორ მოხდა ბესიკ ხარძიანის მკვლელობა.
ამასთან, შოთაძემ აღნიშნა, რომ ბესიკ ხარძიანის ოჯახი სრულად არის ინფორმირებული საქმეში მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შესახებ.
“ძალიან ბევრი ფაქტობრივი გარემოებაა დადგენილი, თუმცა ამ ეტაპზე თავს შევიკავებთ დეტალებზე საუბრისგან, ვინაიდან მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები. მე ახლა საზოგადოებას რომ ვაცნობო კონკრეტულად რა არის საქმეში დადგენილი, ვინ არიან მხილებულნი, ეს ხელს შეუშლის ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების მიმდინარეობას, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ბესიკ ხარძიანის ოჯახი სრულად არის ინფორმირებული საქმეში მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შესახებ. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ფაქტობრივად დადგენილია ყველა გარემოება, თუ როგორ მოხდა ამ მკვლელობის ჩადენა”, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები