მიხო მოსულიშვილის ახალი რომანი „დიდი ძუ დათვი“
გამომცემლობა “საუნჯემ” მიხო მოსულიშვილის ახალი რომანი „დიდი ძუ დათვი“ გამოსცა. 18 მარტს, 19 საათზე მწერალთა სახლი ამ წიგნის პრეზენტაციას გამართავს. მიხო მოსულიშვილის პირველი მოთხრობა „ტყის კაცი“ ჯერ კიდევ 1984 წელს გამოქვეყნდა ჟურნალ „ცისკარში“. იგი ავტორია რომანების, მოთხრობების, პიესებისა და თარგმანების რამდენიმე წიგნისა. მისი პიესების მიხედვით საქართველოს სხვადასხვა თეატრში სპექტაკლები დაიდგა, ასევე არის რამდენიმე რადიო და სატელევიზიო სპექტაკლის პიესების ავტორი. საღამოს მუსიკალურად “დები ნაყეურები” გააფორმებენ.