საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებმა იტალიის საელჩოს თანამშრომლებს ტრენინგი ჩაუტარეს
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თბილისის მთავარი სამმართველოს და სამოქალაქო უსაფრთხოების სამმართველოს წარმომადგენლებმა იტალიის საელჩოს თანამშრომლებს ორდღიანი სწავლება ჩაუტარეს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ტრენინგის ,,სახანძრო და საგანგებო სიტუაციების დროს რეაგირება და ქცევის წესები“ მიზანს კატასტროფების რისკების შემცირება, უსაფრთხოების დონის გაზრდა და საგანგებო სიტუაციების დროს საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავება წარმოადგენს.