“რუსთავი 2”-ის მოთხოვნის საფუძველზე, იმ ექსპერტს დაკითხავენ, რომელმაც ტელევიზიაში ქიბარ ხალვაშის წილი დაითვალა

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის მოთხოვნის საფუძველზე, სასამართლო სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტს შოთა ივანაშვილს დაკითხავს, რომელმაც 2005-20006 წელს “რუსთავი 2”-ში ქიბარ ხალვაშის წილები დაითვალა და შეაფასა.
აღნიშნული შუამდგომლობა სასამართლო სხდომაზე “რუსთავი 2”-ის წარმომადგენლებმა დააყენეს, რასაც ქიბარ ხალვაშის ადვოკატები შეეწინააღმდეგნენ. მიუხედავად ამისა, მოსამართლე თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილებით, ექსპერტი სასამართლოში დაიკითხება.
მოპასუხე მხარემ ექსპერტებთან დაკავშირებით კიდევ ერთი შუამდგომლობა დააყენა. კერძოდ, მოპასუხე მხარემ მოითხოვა მოსარჩელე მხარეს დაევალოს წარმოადგინოს ყველა ის მტკიცებულება და დოკუმენტი, რაც ექსპერტიზას საფუძვლად დაედო.
მოსამართლემ აღნიშნული შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მოსარჩელე მხარეს დოკუმენტაციის სასამართლოში წარსადგენად გონივრული ვადა 6 ოქტომბერი განესაზღვრა. ასევე მოპასუხე მხარეს აღნიშნული მტკიცებულებები 7 ოქტომბერს უნდა გადაეცეს და 7 ოქტომბრიდან გონივრულ ვადად ერთი კვირა განისაზღვრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები