გაეროში პრემიერის გამოსვლას სტუდენტები დადებითად აფასებენ
გაეროში სიტყვით გამოსვლის შემდეგ სტუდენტებს პრემეირ-მინისტრმა უმასპინძლა ირაკლი ღარიბაშვილმა ახალგაზრდებთან ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკა მიმოიხილა. საუბარი ასევე შეეხო მთავრობის მიერ დაგეგმილ პროექტებს. “ძალიან ენერგიული გამოსვლა იყო.
როგორც ნიუ იორკის უნივერსიტეტის სტუდენტმა ირაკლი ელიაშვილმა განაცხადა, პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს წინსვლის პოზიტიური მესიჯები გაახმოვანა.
„დადებითად ვაფასებ პრემიერის გამოსვლას, რადგან გაახმოვანა საქართველოს წინსვლის პოზიტიური მესიჯები – ეკონომიკური ზრდა, მსოფლიო ბანკის ანგარიში და სხვა. გამოსვლის შემდეგ პრემიერმა გვიმასპინძლა და ვისაუბრეთ ყველაფერზე, რაც გვაინტერესებდა სტუდენტებს,”-აღნიშნა ელიაშვილმა.
პრემიერის გამოსვლა ასევე საინტერესოდ და მნიშვნელოვნად შეაფასა ნუ იორკის სამხატვრო აკადემიის სტუდენმა ლევან სონღულაშვილმა და დასძინა, რომ პრემიერმა მნიშვნელოვანი აქცენტები გააკეთა.
“გაეროში გამოსვლისას პრემიერმა საინტერესო და მნიშვნელოვანი აქცენტები გააკეთა. შემდეგ გვქონდა პირისპირ შეხვედრა, სადაც საქართველოს საშინაო და საგარეო საკითხებზე ვიმსჯელეთ. იყო საინტერესო ხედვა როგორც ეკონომიკის, ისე კულტურის და სოციალური განვითარების კუთხით,”-აღნიშნა ნიუ იორკის სამხატვრო აკადემიის სტუდენტმა ლევან სონღულაშვილმა.