„რუსთავი 2“-ის საქმეზე სასამართლო სხდომა დღეს გაიმართება
„რუსთავი 2“-სა და ტელეკომპანია „საქართველოს“ წინააღმდეგ ქიბარ ხალვაშის მიერ შეტანილ სარჩელზე საქალაქო სასამართლოში მოსამზადებელი სხდომა დღეს გაიმართება. სხდომა 12:00 საათისთვისაა ჩანიშნული.
მხარეებს შორის დავის საგანს ინტელექტუალური საკუთრება, საავტორო და მომიჯნავე უფლებების რეალიზება, სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის ბათილობა, ინტელექტუალური საკუთრების, საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევისა და ზემოაღნიშნული სხვა უფლებების უგულვებელყოფის გამო ზიანის ანაზღაურება წარმოადგენს.